უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში სახელმწიფო გიდებსაც დაეხმარება.
“ეს არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ძალიან სპეციფიკური ჯგუფი ადამიანებისა, სპეციალისტებისა, მიკრომეწარმეებისა, რომლებიც დიდ პროდუქტს ქმნიდნენ საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში…” – თქვა თურნავამ და ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროგრამას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მათი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და გადამზადება მოხდება.
1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით - გიორგი გახარია
„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის".
ასევე, მინისტრის თქმით, გიდები ჩაერთვებიან მცირე ბიზნესისა და მიკროგრანტების პროგრამებში.
“ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას, რომელიც მათ შესთავაზებს ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში. მათი უფრო ფართო ჩართვა არსებული მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკროგრანტებში, სერტიფიცრება და ხარისხი, გადამზადება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცემთ შესაძლებლობას, უფასოდ წავიდნენ მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და მსგავს ობიექტებზე. ეს ობიექტები ყველაზე სწრაფად ამოქმედდება”, – თქვა თურნავამ ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციაზე.
ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი გუშინ, 6 მაისს, გიდებს შეხვდა. ონლაინ შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემულ დაპირებას ეხებოდა, რომლითაც 6-თვიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილები მიიღებენ.