LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მღერიან და უკრავენ ქართველი პოლიტიკოსები – რომელი მათგანის შესრულება აიტაცეს სოციალურ ქსელში

1660
ფორტუნა - 2023-04-26T153122.535

ქართულ პოლიტიკაში ბევრი პროფესიის და ნიჭის ადამიანია თავმოყრილი. გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ დროს სპორტში იყვნენ წარმატებული, არიან ექიმები, მუსიკოსები და არიან ისეთები, ვინც პოლიტიკის გარდა სიმღერაშიც ცდილობენ ძალების მოსინჯვას.

fortuna.ge იმ  ქართველი პოლიტიკოსების შესახებ გიამბოთ, ვინც საზოგადოებას თავი სიმღერითაც დაამახსოვრა.

ცნობილია, რომ გიტარაზე კარგად უკრავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ახალგაზრდობაში როკი მომწონდა. მე და ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა სარდაფი მოვაწყვეთ ნუცუბიძეზე და იქ სხვადასხვა კომპოზიციას ვასრულებდით. ეს დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა“, – იხსენებს ირაკლი კობახიძე ერთ ერთ ინტერვიუში.

 

მუსიკალური ნიჭით არაერთხელ აღაფრთოვანა მსმენელი „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა უკრაინულმა სიმღერამ, რომელიც მან რკინიგზის სადგურზე, რუსი ტურისტებისთვის შეასრულა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, არაერთხელ ყოფილა  სხვადასხვა სატელევიზიო  შოუს მონაწილე. მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის  ცნობილი 2019 წელს გახდა.  „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ, ბექა ოდიშარიამ და სხვებმა ერევანში, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში „თბილისო“ შეასრულეს.

 

მდინარაძის “თბილისო” – “ოცნების” ლიდერები დეპუტატ ენზელ მუკოიანის ძმისშვილის ქორწილში

მდინარაძის “თბილისო” – “ქართული ოცნების” ლიდერები [ირაკლი კობახიძე, ბექა ოდიშარია და სხვები]ერევანში, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში

Posted by Netgazeti on Sunday, October 20, 2019

 

მოგვიანებით კი მამუკა მდინარაძემ გასართობი ხასიათის შოუებში სხვა სიმღერებიც შემოგვთავაზა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე გიტარაზე  უკრავს და  მღერის. მისი სიმღერის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ბევრი არაა.

დღეს მის ფეისბუკზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!! ??❤️სიკეთის, სიხარულის, ბედნიერების, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გამარჯვების და წარმატების წელი ყოფილიყოს 2023 წელი!!! ❤️?? მიშას თავისუფლება, ნიკას თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება გვეზეიმოს მომავალ წელს ყველას ერთად!!! ?❤️?

Posted by ირაკლი ნადირაძე / Irakli Nadiradze on Saturday, December 31, 2022

 

უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, რამდენიმე წლის წინ, „ღამის შოუში“ იმყოფებოდა, სადაც მან ოჯახთან ერთად იმღერა. ბექა ოდიშარიას ნამღერმა საზოგადოებისგან დადებითი ემოციები დაიმსახურა.

საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის ნამღერმაც. 2022 წელს „ლელოს“ იუბილეზე შესრულებული სიმღერის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ის უდავოდ კარგი შემსრულებელია.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუაც მღერის. „ღამის შოუში“ სტუმრობისას მან მეგრული სიმღერა შეასრულა.

 

პოპულალურები