საქართველოს მესამე პრეზიდენტი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.
ამის შესახებ მის ოიფიციალურ ფეისბუქგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება.
ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე – მიხეილ სააკაშვილი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მესამე პრეზიდენტი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების ერთადერთ შანს ასახელებს – მორიგი გზავნილი 320-ე საკნიდან