„2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ“, – აღნიშნულ ისტორიას პატიმრობაში მყოფი მესამე მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია“.
ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა
„საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან“ - ამბობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
„მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო).
როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა.
მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის…
Posted by Mikheil Saakashvili on სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2023
მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო დიდი ხარჯი, მას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.