ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველო მსოფლიოს N1 რეფორმატორი და ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო იყო, ახლა კი რეიტინგებში მაღალ პოზიციებზე სხვა უარყოფითი მაჩვენებლებით არის:
მისივე თქმით, მთელი საქართველო ციხეშია და ამ ციხიდან ადმინისტრატორის გარდა ყველას გაქცევა უნდა:
“საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში.
ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის.
2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ციხის ადმინისტრატორის გარდა”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუკში”.