LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში – მელია

360
გფბ

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გატაცება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უნდოდათ, თუმცა შეეშინდათ, რომ შესაძლოა ხელში ჩაკვდომოდათ და ამიტომ ვერ მოახერხეს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს, ეს გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება, რაც არ უნდა ეს ყველაფერი ვიღაც-ვიღაცებს ყურს სჭრიდეს, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო. თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები. მერამდენჯერ კვლავ ასე უჩუმრად იტაცებენ ადამიანს ღამის საათებში. თუკი ისინი წელში გამართულები არიან, თუკი ხელისუფლებას, რეჟიმს ჰგონია, რომ სამართლიანად ჰყავთ პატიმრობაში ადამიანი, ამ ყველაფერს როგორც აკეთებს თავმოყვარე ხელისუფლება- ატარებს ბრიფინგს, თუ არადა, მინიმუმ ადვოკატს საქმის კურსში აყენებს და ამის შემდეგ ხდება ეტაპირება და არა გატაცებები. ეს არის გატაცება, მეტი არაფერი. ადრე თუ გვიან, ამ ვიდეოკადრებსაც ვიხილავთ, კიდევ უფრო შემზარავი და მძიმე საყურებელი იქნება, ვიდრე ეს მოხდა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გატაცებისას.

კომუნიკაბელური არ არის, გაბრუებულია, „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“ – გვარამია სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის გატაცება უნდოდათ რამდენიმე დღის წინ და მწოლიარე ადამიანს 6 ადამიანი დასხმია თავს, ეკა ხერხეულიძისგან გავიგე. 6 ადამიანი მწოლიარე მიხეილ სააკაშვილს ეჭიდავებოდა და გამოდის უთავმოყვარეო იუსტიციის მინისტრი და წნევის ცვალებოდობის გამო არ გადავიყვანეთო.

წნევის ცვალებადობის გამო კი არა, გასკდა ლამის ადამიანი და უბრალოდ, შეეშინდათ, რომ ხელში არ ჩაკვდომოთ მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოიტაცეს რამდენიმე დღის წინ,“- განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“.

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, შეიგნოს, რომ არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის…”

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g