LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა ბუაძე სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე: ხელისუფლების სამარცხვინო და აგონიური სახის ყველაზე კარგი დემონსტრირებაა

77
საბა ბუაძე

„ხელისუფლების სამარცხვინო და აგონიური სახის ყველაზე კარგი დემონსტრირებაა,“ – ამის შესახებ პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც გუშინ რუსთავის ციხესთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია შეაფასა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებაში პანიკაში არიან და სააკაშვილის პატიმრობა პირადი ღვარძლისა და შურისძიებისთვის უნდათ.

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონტრაქციები არის ამ ხელისუფლების სამარცხვინო და აგონიური სახის ყველაზე კარგი დემონსტრირება, იმიტომ, რომ ისინი არიან პანიკაში, მათ იციან, რომ ხელისუფლება უკვე დაკარგეს, მათ სააკაშვილის პატიმრობა უნდათ ამ პირადი ღვარძლისთვის და შურისძიებისთვის,“ – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, გუშინ კი, რუსთავის ციხესთან მისი მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა, სადაც ასევე პარალელურ რეჟიმში მისი მოწინააღმდეგეები კონტრაქციას მართავდნენ.

“ეს რა კაცობაა… ეს რა ადამიანობაა და საერთოდ, რა არის ხალხოოო…” – ბესელია სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები