LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სად უყურებს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მისი გამორჩეული გულშემატკივარი, ნიცა თავაძე

633
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (87)

ცოტა ხნის წინ დასრულდა „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ საფეხბურთო მატჩი.

ხვიჩა კვლავ  ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა და ორი საგოლე შეტევა განავითარა.

რა ხდება მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გამოდის. ამ თემაზე „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი მოამზადა.

იმ დღეს, როცა „ნაპოლი“ თამაშობს თბილისში მისი გულშემატკივრები საქომაგოდ ემზადებიან და ყველა ბარი თუ რესტორნები გულშემატკივრებითაა სავსე.

ზოგი სახლში ტელევიზორთან, ზოგი მეზობლებთან ერთად ეზოში, ზოგი კი სხვადასხვა ბარში და რესტორანში სპეციალურად მიდის იმისთვის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ უგულშემატკივროს.

კვარაცხელიას 100 000-ობით გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ერთი გამორჩეულია – ხვიჩას შეყვარებული, რომელიც 3 000 კილომეტრით შორს, თბილისიდან გულშემატკივრობს მას.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა, მისი შეყვარებულის, ნიცა თავაძის  ნახვა ერთ კლუბში მოახერხა და მას ხვიჩას წარმატებული თამაში მიულოცა.

ნიცა თავაძე კლუბში ხვიჩას თამაშს მეგობართან ერთად ადევნებდა თვალს და  მილოცვისთვის მადლობა გადაიხადა.

დღევანდელი მატჩი ნეაპოლელების გამარჯვებით 3:2 დასრულდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები