LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი დღის წინ კინაღამ ხელში ჩამაკვდა… 4 წუთი ვერ ამოისუნთქა“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

95
BeFunky-collage (5)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, “ვივა მედში” შვილთან შეხვედრისას მომხდარ ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა.

“სამი დღის წინ ადამიანი კინაღამ ხელში ჩამაკვდა, არ ვიცი, რა მოუვიდა – წყალს სვამდა, თუმცა არ გადაცდენია. 4 წუთი ვერ ამოისუნთქა”- აცხადებს გიული ალასანია. 

დღეს, ექსპრეზიდენტის დედამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს მიაწოდა.

შეხვედრიდან გიული ალასანიამ თქვა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან სააკაშვილის საქმე და გართულებული ჯანმრთელობის შესახებაც აქვთ ინფორმაცია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივა მედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

გუშინ,  24 მაისს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც სააკაშვილი საუბრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და ტრავმაზე ზურგის არეში, რომელიც, მისივე თქმით, სავარაუდოდ, გლდანის ციხის კლინიკაში ძალადობრივად გადაყვანის დროს აქვს მიღებული.

იხილეთ ვრცლად:

სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს

mazda magti 5g