LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსუნგი ერისიონის ფინანსურ მხარდაჭერას იწყებს

106
179

მემორანდუმი “სამსუნგსა” და “ერისიონს” შორის – კომპანია ამიერიდან მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. თანამშრომლობის ფარგლებში სრულად განახლდება „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმები, ასევე სარეპეტიციო ფორმები.  მხარეები ერთობლივ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს აქ, როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენელი და ხელი მოვაწერო მემორანდუმს. „სამსუნგი“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ წლების განმავლობაში, ქართველი მომხმარებლისგან დიდ სიყვარულს იღებს. ამ პროექტით კი გვინდა ეს სიყვარული ჩვენც უკან დავაბრუნოთ ინვესტიციის სახით, რომელიც ქართული კულტურისა და ტრადიციების მხარდაჭერაში ჩაიდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული კულტურა ძალიან მდიდარია და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მემორანდუმის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება „სამსუნგს“, საქართველოსა და ქართულ კულტურას შორის“, – აღნიშნა ჯეისონ ლიმ.

შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამსუნგმა“ ქართული კულტურის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ის მოხარული იქნება, თუ მსგავს პათოსს, ზოგადად, კერძო სექტორიც გაიზიარებს.

„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების – კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები