საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
დინამიკა მაძლევს განცდას, რომ შესაძლებელია საქართველომ პიკი უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა – ალექსანდრე გოგინავა