LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ: გია ვოლსკი ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

62
გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მისი თქმით, ივერი მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა პროვოკაციაა და კონკრეტულმა ტელევიზიამ იგი დავით გარეჯშიც პროვოკაციისთვის გამოიყენა.

„სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, და მეორე მხრივ, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია.

მესამე – დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიას არ განეკუთვნება, ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით გამოიყენონ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

“ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის” – გიორგი მშვენიერაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე პარლამენტში კომისიის შექმნას მოითხოვს

სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას, რომ ვინმეს დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ჯავშანი ჰქონდეს: საჯველაძე მელაშვილსა და “მთავარი არხზე” თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებები დავიცვა: სალომე სამადაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები