LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე – ნინო ნადირაძის „ბჟუტური“, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია, ეს თვითონ დაადასტურა

378
ნინო და ხაჭაპურიძე

ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. თვითონ დაადასტურა, არ ვარ მე ამ საკითხებში კომპეტენტურიო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი.

„მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თმით, არ არსებობს არც ერთი პროცედურა, მედიკამენტი, ექიმის რეკომენდაცია, რომელზედაც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

ხაჭაპურიძის განცხადებით, „დადასტურდა, რომ სააკაშვილი იღებს საკვებს, მაგრამ არ ერგება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია“.

ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება

ნადირაძე – ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია

ნადირაძე სააკაშვილის მნახველებზე: „სიხარულის ყიჟინაა ყველა დაკლებულ გრამზე.. როდესაც ექიმი გამოდის და ეუბნება, დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია?!“

პენიტენციური სამსახური: „ჩარიცხვების მხრივ შეფერხება არ დასტურდება – სავარაუდოდ მოწმემ იხუმრა“

რა თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე: „ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები