LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა.. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით

173
სააკაშვილი ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი „ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა, რომელიც საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა“.

„საშუალოდ, 9-დან 14-მდე მედიკამენტს იღებდა.. დიაგნოსტიკა ფაქტობრივად ბნელ ოთახში მიმდინარეობდა“ – რას პასუხობს მარიამ ჯიშკარიანს „ვივამედის“ დირექტორი

როგორც ადვოკატმა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცუდად ყოფნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ხვალინდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

„ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო.

საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა „ვივამედში“. სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტი რამდენიმე დღეა აკრძალული აქვს.

მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს – ადვოკატი კლინიკისა და პენიტენციური დაწესებულების ნებართვას ელოდება

„სიმართლე გითხრათ, ესეც არაადამიანური მოპყრობის ნიმუშია, ისედაც ნიკოტინის გარეშე ელექტროსიგარეტს ეწეოდა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, ადვოკატის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს გადაუგზავნის „გაიდლაინებს“, რომ მძიმე მეტალებზე ექსპერტიზა არ ტარდება და ამ „შოუში მონაწილეობას არ აპირებენ“.

„თუ მოვლენ და თმებიდან აიღებენ ანალიზებს, კი ბატონო, მზად ვართ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება ისევ არ შეუძლია. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს სააკაშვილს „არანორმალურად დაბალი წნევა ჰქონდა“.

ცნობისთვის,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები