LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება – “ტვ პირველის” ადვოკატი

108
დფჰდჰ

“ტვ პირველის” ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება.

ამის შესახებ მშვენიერაძემ გადაცემაში კომენტარი განაცხადა.

“ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასეთი ტიპის განჩინებები ზოგადად მისი აღსრულებით 48 საათში საჩივრდება, ვადა ასეთია, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ და არ დაველოდებით.

ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ”. – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსნებეთ, პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“

არ შევეგუებით! მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებს, ვინც პირადი რისკის ფასად დაუპირისპირდა სისტემას – ხოშტარია

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი

ბერას პირადი პუდელი – “ოცნების” ოფისთან 4 პირი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g