ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება, – აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.
საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან დაკეტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილებია).
დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლა“, – წერს ესტონეთის პრემიერი.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, „რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან“.
Stop issuing tourist visas to Russians. Visiting #Europe is a privilege, not a human right. Air travel from RU is shut down. It means while Schengen countries issue visas, neighbours to Russia carry the burden (FI, EE, LV – sole access points). Time to end tourism from Russia now
— Kaja Kallas (@kajakallas) August 9, 2022