ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები დროზე ადრე არ უნდა მოიხსნას.ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
“მთავარია, დროზე ადრე არ მოხდეს გახსნა, ახლა საახალწლო პერიოდია, შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შეუწყობს ხელს შემთხვევების გარკვეულ მატებას. შეზღუდვები ზუსტად იმ მომენტში არ უნდა შევასუსტოთ, როცა გარკვეულწილად მივიღებთ მაღალ მაჩვენებელს. თუ იქნება 3000-მდე შემთხვევა, ამ შემთხვევაში ყურადღების მოდუნება არ იქნება გამართლებული, იმიტომ, რომ იმ 3000-ს მეორე 3000 მოყვება მეორე დღესვე. გვესმის, რომ ასეთ პირობებში დიდხანს ვერ იქნება ვერც ბიზნესი და ვერც სოციალური აქტივობა. მიდის აქტიური მუშაობა, როგორ გახდეს ტესტირება მეტად პროაქტიური და როგორ ჩაერთოს ამაში უფრო აქტიურად ბიზნეს სექტორი. თუ გვინდა იყოს მუდმივი ბიზნეს აქტივობა, ტესტირების თვალსაზრისით, გარკვეული გადაზღვევის მექანიზმი უნდა დაინერგოს.“ – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევები 2500-ის ფარგლებში მოიმატებს, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება. ხოლო თუ 1000-ს ქვემოთ ჩამოვალთ, გაბუნიას განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პიკური მაჩვენებელი გადავიარეთ.
კოვიდ-19-ის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა
14 511 ტესტიდან თბილისში 961, იმერეთში 420 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – COVID-19 რეგიონებში
რაც შეეხება კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან, შეზღუდვების მიუხედავად, ადამიანები მაინც მოგზაურობენ საზღვრებს გარეთ.
“მთავარია დროულად მოხდა იდენტიფიცირება. ამ ერთი შემთხვევის კონტაქტები იზოლირებულია.” — განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ახალი შტამით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.
“რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ სხვა შემთხვევაშიც დადასტურდეს მსგავსი შტამის არსებობა და იყოს გავრცლების მასშტაბი უფრო ფართო, ვიდრე დღეს.” — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გუშინ, 4 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი ვირუსი დიდ ბრიტანეთში სექტემბრის თვიდან ფიქსირდება: ივანე ჩხაიძე