LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ცნობით, ბოლო 3 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – რის გამო დაჯარიმდნენ ყველაზე ხშირად მძღოლები

107
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ, ახალ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

უწყების მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, მეორე კვარტალში – 15 მაისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 1 064 047 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა – 586 534 – თბილისში დაფიქსირდა.

მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 94 135 ადმინისტრაციული სამართალდარღვევით.

მესამე ადგილზე კი აჭარაა – 85 308 დარღვევით.

შსს-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მძღოლები ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდებოდნენ.

სიჩქარის გადაჭარბებისთვის მეორე კვარტალში სულ 240 983 პირი დაჯარიმდა, აქედან 108 148 შემთხვევა თბილისში მოხდა.

◼ ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობის გამო 171 990 ჯარიმა დაიწერა.

◼ მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნისთვის დაჯარიმდა 52 660 მძღოლი.

◼ მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდა 62 734, ტელეფონით სარგებლობისთვის კი 31 929 მძღოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები