LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე დღეს იუბილარია

sofo-nijaradze..

სოფო ნიჟარაძე დღეს, 6 თებერვალს, იუბილარია და მას 33 წელი შეუსრულდა. მომღერალი დილიდან მილოცვებს სოციალური ქსელის საშუალებით იღებს.

მომღერალს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ჩაწერილი აქვს არაერთი სიმღერა, საქართველოში დადგმულ სამ მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არის „ქეთო და კოტე“, „ვერის უბნის მელოდიები“ და ახლახან მუსიკალური დრამის თეატრში დადგმული „შეყრა“. დუეტები შეასრულა უამრავ ცნობილ მომღერალთან, მათ შორის ხოსე კარერასთან და ხულიო იგლესიასთან,  მის ანგარიშზე არის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაარსებული მუსიკალური ჯილდო „ოქროს ტალღა“, საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში, რომელშიც ორჯერ გაიმარჯვა.

მცირე ხნის წინ საერთაშორისო მუსიკალურ დაჯილდოებაზე, „დაფ ბამა მიუზიკ ავარდს“ მიიღო მონაწილეობა, სადაც პერფორმანსით წარდგა მსმენელის წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები