LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ში გამოკითხვაზე მისული ნოდარ მელაძე მორიგ სკანდალს აანონსებს

233
მელადზე სუსი

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. ჟურნალისტს, სავარაუდოდ, შაბათის ეთერში გასულ ვასამბეგ ბოკოვის სიუჟეტის გამო გამოკითხავენ.

„გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ“ - აჰმედ ზაკაევი

60 წლის ჩეჩენი ემისარი, აჰმედ ზაკაევი 2003 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

მელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის დოკუმენტაცია, რაც ტელეკომპანია „პირველმა“ მოიპოვა, ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს.

მელაძე ამბობს, რომ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდგომ მასსა და გამომძიებელ-ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ.

„ტვ პირველმა“ შაბათის ეთერში მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს ვასამბეგ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად, ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ.

ნოდარ მელაძესთან ერთად, სუს-ში „ტვ პირველის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს

"სუს-ის გამომძიებელი, ასევე დაუკავშირდა შაბათის ეთერის, კიდევ ერთ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, რომელიც უშუალოდ იყო ამ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი“

ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ გუშინ გამომძიებელი დამიკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მითხრა, რომ ამ საქმის გამოძიების დროს გაჩნდა ინტერესი და კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს როგორც გადაცემის ავტორს და წამყვანს, შემდეგ იყო ზარი გამომძიებელ-ჟურნალიტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ლევან მახარაშვილი იქნება ადვოკატი, რომელიც ჩემს ინტერესებს წარმოადგენს დღევანდელი გამოკითხვის დროს“, – ამბობს სუს-ში გამოკითხვაზე მისული ჟურნალისტი.

მელაძე შაბათის ეთერს აანონსებს და ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები გასაჯაროვდება.

„ველოდები, რა კითხვები ექნება სუს-ს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟთან დაკავშირებით თუ იმის მიღმა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა არამხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც გადაცემის პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროვეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი შაბათს ნახავს. ამ გამოძიებაში არის კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ბოკოვის ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა ეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც არის გაკეთებული ქავთარაძის ქუჩაზე და რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს. ეს ვიდეომასალა არის მაღალი გარჩევადობის. შესაბამისად ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით ეს მისი ძმა არ ყოფილა. გვარი, სახელი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ქალაქი, სოფელი, ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის. შესაძლოა თუ არა ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად ახლა საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული. ამ კითხვებს ჩვენ ვეცდებით, შაბათს გავცეთ პასუხი”, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები