LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა

1544077386-xe-5-768x576

თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა. წაქცეული ხე იქვე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.

დაზიანებული ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები