თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე, სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდის გარდაიცვალების ფაქტზე შსს-მ სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.