LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია

462
policiaaa

თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქმარმა ცოლს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, თავად კი დაჭრილია. მან თვითმკვლელობა სცადა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 11-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, ძირითად მუხლი კი 109-ე მუხლის მეორე ნაწილია, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g