LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეხიდი ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის: კორონავირუსთან დაკავშირებით კითხვები ჩინელ კოლეგებს

132
BeFunky-collage (95)

საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ქართველ და ჩინელ ექიმებს შორის ტელეხიდი გაიმართა, სადაც კოლეგებმა ერთმანეთს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ინიციატივა ორივე ქვეყნის მედიკოსებს ეკუთვნის, თუმცა საქართველოს მხრიდან აღნიშნულ საკითხზე დაინტერესება მეტი იყო. ინფორმაციული სახის ონლაინ შეხვედრაზე ჩინელმა პროფესორმა ქართველი კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. 3 შემთხვევაა სულ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე არის საზღვრებს გარეთ დაინფიცირება. ანუ, შიდა გადაცემა რეალურად არ გვაქვს. ჩინეთის საელჩომ შემოგვთავაზა, რომ მოგვიწყობდა პირდაპირ ტელეხიდს ჩინელ პროფესორთან. ამის შემდეგ კი, ის უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რაც გაგვიჩნდება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე გამოცდილი პროფესორის რჩევები. მისი თქმით, ინფექციების მართვის კუთხით, ტელეხიდის საშუალებით მიიღებენ სწორ ინფორმაციას.

48 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა. ამ ეტაპზე სამივე დაინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები