LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფონზე, იაპონიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

74
1

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პარალელურად, იაპონიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. 

ბოლო 24 საათში, 2 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია 7 იანვრის შემდეგ. მაშინ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 520 იყო.

ოფიციალური მონაცემები წარადგინეს დღეს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმაც და განაცხადეს, რომ  ვირუსით ინფიცირების, სულ მცირე, 160 შემთხვევა სწორედ ოლიმპიადას უკავშირდება.

“შვიდი კოვიდინფიცირებული არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის ორი სპორტსმენია, ჯამში 155-მდე ადამიანი”, – განაცხადეს თამაშების ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, იაპონიის დედაქალაქში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც ძალაში 22 აგვისტომდე რჩება.

დედაქალაქში მიმდინარეობს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელმაც სტარტი 23 ივლისს აიღო და 8 აგვისტოს დასრულდება.

ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სრულად ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს უსაფრთხოების სტანდარტი შემუშავებულია WHO-სთან ერთად, რათა შეამცირონ ვირუსის გავრცელების რისკი და უზრუნველყონ თამაშების უსაფრთხოება.

ოლიმპიურ თამაშებს მხარს უჭერს თავად ჯანმო-ს დირექტორი და აღნიშნავს, რომ ის ახლა პანდემიურ მსოფლიოს ისე სჭირდება, როგორც იმედის დღესასწაული.

პოპულალურები