პროექტში „მიმღერე“ „ალილოს“ წევრმა, აჩიკო ბერიძემ პროექტის კიდევ ერთ მონაწილეს, ნატო გელაშვილს სიურპრიზი გაუკეთა და მისი რეპერტუარიდან ცნობილი კომპოზიცია „თეთრ კლავიშებს“ შეასრულა. სცენიდან ისეთი ემოცია გადმოიღვარა, რომ კომპოზიტორმა ცრემლები ვერ შეიკავა და მთელი შესრულების განმავლობაში მომღერლის მიმართ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას გამოხატავდა.