LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი კადრები ჰოლივუდიდან – ნუცა ბუზალაძე ANOUKI-ს ბრჭყვიალა სამოსით და American Idol-ის მონაწილეების მხიარულება მორიგ ტურამდე

47852
fot (2)

მომღერალ ნუცა ბუზალაძის მიმართ ინტერესი არ წყდება. ნუცა ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს და დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არც ყოფილა.

აღსანიშნავია ისიც რომ ნუცამ არამხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ჟიურის და ამერიკელების გულიც მოიგო.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ სცენაზე ცეცხლი დაანთო: გაოგნებული ჟიური და დარბაზი, რომელიც ქართველმა მომღერალმა აიყოლია – ნუცას მორიგი გამოსვლა American Idol-ში

წინა ტურში, ნუცა ბუზალაძემ ცნობილი ჰიტის Paris (Ooh La La) ცეცხლოვანი შესრულებით, ლეგენდარული მუსიკოსის, ლაიონელ რიჩის აღფრთოვანებაც შეძლო, ხოლო კეტი პერიმ ქართველ მომღერალს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსის მოშორება და სიმღერაზე  კონცენტრირება სთხოვა.

ნუცა ბუზალაძისთვის შენიშვნის მიცემა კეტი პერის დარბაზმა არ აპატია - ვარსკვლავმა ნუცას გამო უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა

ნუცას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კეტი პერიმ მას სთხოვა, მოიშოროს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსი და სიმღერაზე კონცენტრირდეს. 

აღსანიშნავია, რომ კეტი პერის შენიშვნის შემდეგ, დარბაზმა მხარი ნუცა ბუზალაძეს დაუჭირა და ჟიურის წევრმა უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა.

გაითვალისწინებს თუ არა ნუცა კეტი პერის თხოვნას ჯერ უცნობია, თუმცა მომღერალი ჰოლივუდიდან, სადაც American Idol-ის მომდევნო „ლაივი“ უნდა გაიმართოს, ახალ კადრებს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, რო­მე­ლიც უკვე ერთი თვეა ამე­რი­კას იპყრობს, დიდ სცე­ნა­ზე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სით გამოდის. ახალ კადრებში ნუცა ანუ­კი არე­ში­ძის ბრენ­დის „ ANOUKI“- ის ბრჭყვიალა სამოსით არის წარმოდგენილი.

ნუცა ბუზალაძე: „მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც გამომიგზავნით!“

„ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას, არ მინდა ნუცა დაიჩაგროს – წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს…“ – ზაზა შენგელია წერს, რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები