LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რეალური ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ” – ცუცა კაპანაძე კიჭასთან ხელის მოწერის და განქორწინების ისტორიას იხსენებს

361
BeFunky-collage - 2023-02-13T000247.749

“პა-სეანსის” სიმბოლო ცუცა კაპანაძე ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის “ნოესთან” სტუმარია.

ცუცა კაპანაძე გადაცემაში ლევან ლელაშვილთან, იგივე კიჭასთან ხელის მოწერის და განქორწინების ისტორიას იხსენებს

„რეალური ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ. მე იმერეთში დავიბადე და როდესაც თბილისში ჩამოვედი აუცილებელი იყო, აქ ვყოფილიყავი ჩაწერილი, რომ ბინა მეყიდა. კიჭა ორ ოთახიანში ცხოვრობდა და გაფართოება უნდოდა. კომუნისტების პერიოდში ვერ გაფართოვდებოდა, თუ ცოლს არ მოიყვანდა. მოკლედ, შედგა ჩვენს შორის საუბარი და მითხრა, მოგიწერ ხელს, შენ თბილისში ჩაეწერები და მე გავფართოვდებიო.

წავედით, მოვაწერეთ სანაპიროზე ხელი და ფუნიკულიორში სუფრაც გადავიხადეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გაფართოებისთვის მეტი პირი იყო საჭირო და ბავშვზე წავიდა საუბრები. მე ვუთხარი, კიჭა, ბავშვს ნამდვილად ვერ გაგიჩენ მეთქი. განქორწინება რომ გადავწყვიტეთ, გვითხრეს, ერთი წელი კიდევ უნდა მოგცეთ დრო, იქნებ შერიგდეთო. საბოლოოდ, მიზეზი, რის გამოც სასამართლომ ჩვენი გაყრა გადაწყვიტა, ხვრინვა იყო. კიჭამ დამაბრალა, რომ ვხვრინავდი და ღამე ცალ-ცალკე გვეძინა”, – საუბრობს ცუცა კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ცუცა დიდი ხანია, ემიგრაციაშია და აშშ-ში ცხოვრობს.

ვიდეო: “გვშიოდა, გვწყუროდა, გაზი არ იყო, მაგრამ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი” – “პა-სეანსის” სიმბოლო ცუცა კაპანაძე ამერიკიდან

ცუცა კაპანაძე: „კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა…“

რატომ წავიდა ემიგრაციაში ცუცა კაპანაძე: „80 ლარი მქონდა ხელფასი თეატრში, 80 ლარად ვერ ვიცხოვრებდი… ჩემს ოჯახს უნდა დავხმარებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g