დღეს საღამოს ბერლინის პოდსტამის თეატრის სცენაზე საერთაშორისო აღიარების ქართველი არტისტები მუსიკალური წარმოდგენის City Lights მსოფლიო პრემიერას გამართავენ.
ლიზა ბათიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ინგოლშტადის ქართული კამერული ორკესტრი ასეთი მასშტაბის პროექტით ევროპულ სცენაზე ერთად პირველად წარდგებიან.
სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეო ჯორბენაძე
დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე
მუსიკის, კინოსა და ვიზუალური არტის ენით მოყოლილი ამბავი, რომელიც ყველას დაგარწმუნებთ, რომ არასდროს არ უნდა შეწყვიტოთ ოცნება, მიჰყევით მას და ვინ იცის, თქვენთვის ძვირფას ქალაქებში როგორი ჯადოსნური თავგადასავალი გელოდებათ…
City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც ეძღვნება ბერლინს, პარიზს, ლონდონს, ბუენოს აირესს, ნიუ-იორკს, ბუდაპეშტს, თბილისს, რიო-დე-ჟანეიროს და სხვა. ეს არის გენიალური კომპოზიტორების – ბახის, დვორჟაკის, ჩაპლინის, შტრაუსის, მორიკონეს, პიაცოლას, ყანჩელის ნაწარმოებების მიხედვით, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილი მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
ქალაქები, რომლებიც ზოგჯერ მთელს შენს ცხოვრებას ცვლიან
ბავშვობის ოცნება, რომელიც მომავალს განსაზღვრავს
სიყვარული, რომელიც ყოველთვის შენთან რჩება…
ამ წუთებში სცენა გენერალური რეპეტიციისთვის მზადდება.