14 აგვისტოს ბათუმში, “ღამის შოუს ბენდის” კონცერტი გაიმართა.
რა თქმა უნდა, კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო და საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.
სოციალურ ქსელში კონცერტის შემდეგ გადაღებული მხიარული კადრები ვრცელდება.
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, ბაბი კირკიტაძესთან და თათა გიორგობიანთან ერთად ბათუმის ბულვარში აცეკვდა.
როგორც ჩანს, მხიარული განწყობა შოუბიზნესის წარმომადგენლებს საღამოს შემდეგაც გამოჰყვათ.