LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო ქალი, რომელიც გუშინ თელავში ყოფილმა ქმარმა მოკლა

641
71043539-2356889911026452-220535266295676928-n

ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ თელავში მოკლა, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულის ყოფილი მეუღლე შვილების სანახავად თბილისიდან თელავში ჩავიდა რა დროსაც ყოფილ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა.

მამაკაცმა ჯერ ცოლს ესროლა შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებები მიიყენა და უახლესი ინფორმაციით კომატოზურ მდგომარეობაშია.

მათ სამი შვილი ჰყავთ, გაშორების შემდეგ ლაზარიაშვილი უფროს შვილთან ერთად წლების განმავლობაში დუბაიში ცხოვრობდა. მისი ორი შვილი, ტყუპი გოგონა და ბიჭი კი ამ დროის განმავლობაში თელავში ცხოვრობდნენ. ქალი მომხდარამდე რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული დედა პირველად მისმა გოგონამ ნახა და პოლიციას შეატყობინა. მკვლელობის მოტივზე ახლობლებს საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g