LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირს არ აქვს რესურსი და სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, ეს მკაფიოდ განვუმარტეთ სააკაშვილს

143
miSa ad viola

„ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

„მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი, რომლის კომენტარიც მის გვერდზე ვრცელდება.

მისივე თქმით, საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს და ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას.

ფონ კრამონის განმარტებით, ასეთ პოლიტიკურ გარემოში, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

ამავე თემაზე:

მისი ადგილი ციხეშია, თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია – გახარია სააკაშვილის ჩამოსვლაზე

გოცირიძე: საკითხი მარტივადაა, სააკაშვილი მოდის, მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ

„გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს” – მელიას თქმით, „ოცნება“ სათადარიგო გეგმას ამზადებს

პაპუაშვილი: მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს, წარმატების შანსი არ აქვს

პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს – პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები