ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი ქვეშტამის BA 5-ის გავრცელების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ვარიანტი ყველას შეხვდება.
“ძირითადად, არის BA 5-ის აფეთქება, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გვექნება არასასიამოვნო ციფრები. საქართველოში უკვე დაიწყო BA 5-ის აფეთქება, რაც მთელ მსოფლიოშია. ამერიკაში 10%-ით არის გაზრდილი ჰოსპოტალიზაცია. BA 5, ომიკრონის ვარიანტი ვრცელდება ძალიან სწრაფად. ეს არის ყველაზე სწრაფად გავრცელება მსოფლიოში, ყველა ვარიანტთან შედარებით. თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ თქვენ ხართ გაციებული, გაქვთ გრიფის სიმპტომები, ამ ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში რა დროს გრიპია, ეს არის ჩვეულებრივი კოვიდი. ვინაიდან ვრცელდება ძალიან სწრაფად მსოფლიოში და საქართველოც არის მსოფლიოს ნაწილი, ნელ-ნელა ციფრები ადის ყველგან. საქართველოშიც რასაც მთავრობა აცხადებს, იმას უნდა დავუმატოთ ერთი ნული. ფხაკაძე თუ არ იტყვის ვინ იტყვის. ეს არის ფაქტი. ჯერ გამლანძღავენ, იძახიან ფხაკაძემ პანიკა დათესა და მერე ამბობენ, უი ასე ყოფილა.
მე მოვუწოდებ სამედიცინო დაწესებულებებს, გააძლიერონ შიდა საკარანტინო ღონისძიებები, გაითვალისწინეთ, ყველა პოტენციური პაციენტი ვინც თქვენ კლინიკაში შემოდის, არის პოტენციური კოვინფიცირებული. რა თქმა უნდა, გულის დაავადებები, დიაბეტი და სხვა დაავადებები არსად არ წასულა, მაგრამ კოვიდიც ვრცელდება ყველგან.
ასევე, არასასიხარულო ამბავი არის – BA 5 სამწუხაროდ, შეხვდება ყველას. თუ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თუ გადაიტანეთ თვე ნახევრის უკან, ძირითადად, თქვენ უკვე გადაიტანეთ BA 5, თუ არ გადაგიტანიათ ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი. სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ მაქვს, ყველას დაგემართებათ. არ უნდა ინერვიულოთ, ვიცით, რომ ყველას დაგვემართება”, – ამბობს ფხაკაძე.