ზუსტად ვიცი, ჩემი ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილი იყო…მას ხელს არასოდეს ჩამოვართმევ, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მერაბიშვილმა ჩათვალა, რომ ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე.
“მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე…
მე ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში, პირიქით მოხდა ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. ნაციონალური მოძრაობის უდიდეს ნაწილს უნდა განვითარებულ, დემოკრატიულ, ფორმალური მმართველობის ქვეშ ცხოვრება, სადაც მსგავსი სიბინძურე ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება და ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელსაც მე არასოდეს მივესალმებოდი და თუკი რამე არ მომწონდა ნაციონალურ მოძრაობაში,პირდაპირ გეუბნებით, ზუსტად ეს მეთოდები იყო, რომლებიც ძალიან ბევრ იმ ადამიანს არ მოსწონდა, რომელმაც 2012 წელს, როცა ენმ-ს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ დღეს მისი ამომრჩეველია და აქტიური წევრიც არის.
2020 წლის შემდეგ, როდესაც მერაბიშვილმა არჩევნების დროს საწადელს ვერ მიაღწია, მე ვთქვი, რომ არ მაქვს მასთან შეხვედრის სურვილი და არასოდეს ხელს არ ჩამოგართმევ. მე ამ ადამიანს არასოდეს დავუწყებ თანამშრომლობას, ეს გადაულახავი ბარიერია”, – აცხადებს ნიკა მელია.
მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს
ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები