LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავეჯის სახლი „ნიტა“ ბათუმსა და თელავში ფილიალების გახსნას, თბილისში კი განახლებას გეგმავს

38
143576310-604096217104777-3815273636982465972-n

როგორ აგრძელებს ფუნქციონირებას ავეჯის სექტორი პანდემიის პირობებში, რა მოლოდინებია ბაზარზე და რა სიახლეებით ხვდება 2021 წელს კომპანია „ნიტა“ – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ნიტას“ დირექტორმა მირანდა ხეცურიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიას უკვე გაწერილი აქვს სამომავლო გეგმები და მიმდინარე წელს თბილისის ფილიალის განახლებას, ბათუმსა და თელავში მაღაზიების გახსნას, ასევე ახალი პარტნიორების მოძიებას და ავეჯის ახალი ბრენდების შემოყვანას განიხილავს.

როგორ ემზადებით გახსნისთვის და რა სიახლეებით იწყებს „ნიტა“ ახალ 2021 წელს?

1 თებერვლისთვის „ნიტას სახლს“ უკვე დაწყებული აქვს ძალიან დიდი სამზადისი, რომელშიც ჩართული ვართ მთელი გუნდი იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლის წინაშე წარვსდგეთ განახლებული კოლექციით.

ნოემბრის თვეში, როდესაც „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, სწორედ იმ პერიოდში „ნიტას სახლმა“ ბაზარზე შემოიტანა 3 უზარმაზარი, მაღალი დონის კომპანიის პროდუქცია. ვინაიდან ძალიან მოკლე დრო გვქონდა ჩვენ ამ ავეჯის წარმოჩენისთვის, ნაწილობრივ წარმოვაჩინეთ ეს პროდუქცია შოურუმებში, მათ შორის 24 დეკემბრიდან მიეცა მომხმარებელს ამ კოლექციის შეძენის შესაძლებლობა, როდესაც წინა საახალწლოდ მთავრობამ მოგვცა გახსნის უფლება. თუმცა, ჩამოტანილი პროდუქციის ნაწილი- დავასაწყობეთ. ამიტომ, ახლა უკვე 1-ლი თებერვლიდან მომხმარებლის წინაშე წარვსდგებით სრულიად განახლებული შოურუმებით, განახლებული კოლექციით, 2020-2021 წლის პროდუქციით. 1 თებერვალი ჩვენთვის, სრულიად ბიზნესსექტორისთვის ნამდვილად არის ჰაერივით.

–  როგორ მოახერხეთ პანდემიის პერიოდში ფუნქციონირება და რა შეცვალა კოვიდ 19-მა თქვენს საქმიანობაში?

გადავერთვეთ ონლაინ გაყიდვებზე, ეს იყო ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ონლაინ გააკეთო ავეჯის რეალიზება – ეს ძალიან რთულია. მოგეხსენებათ, ავეჯი არის ის პროდუქცია, რომელიც თუ მომხმარებელმა რეალურად არ ნახა შოურუმში, გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მისთვის რეალური ნახვა არის აღქმადობის გაადვილება, თუ როგორი იქნება მისივე გარემოში, მისი არჩეული ნივთი. ამიტომ, ეს იყო ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენს კომპანიას დაერწმუნებინა მომხმარებელი ფოტოებით ავეჯის ხარისხში, მოდელში… ჩვენს ეს მოვახერხეთ და ჩვენს მომხმარებელს ამ ნდობისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

პროცენტულად გაყიდვები, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალი იყო, მაგრამ უფლის წყალობით გადავრჩით. ახლა მოლოდინები ძალიან დიდი გვაქვს, ვინაიდან, იმდენად დიდი სტრესი იყო მთელი ეს პერიოდი, პირველ თებერვალს მომხმარებელს და ყველა ჩვენგანს, რაღაცის შეცვლა გვინდა: ეს იქნება გარემოს შეცვლა, ახალი კომფორტის შექმნა და ა.შ და ეს არის ავეჯის ერთ-ერთი დანიშნულება.

– პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ, როდესაც ხელახლა გაიხსნა თქვენი შოურუმები, როგორი იყო საზოგადოების მხრიდან ავეჯზე მოთხოვნა?

-ვიდრე ამ საკითხზე ვისაუბრებ, თავშივე ვიტყვი, რომ „ნიტას სახლი“ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს, თუმცა თბილისში მხოლოდ ერთი წელია შემოვედით, გავიხსენით 2020 წლის 16 თებერვალს და ერთი თვის გახსნილებიც არ ვიყავით, რომ გამოცხადდა „ლოქდაუნი“, ჩაიკეტა ყველაფერი. ხომ წარმოგიდგენიათ, რაოდენ დიდი ინვესტიცია იყო ჩადებული „ნიტას“ თბილისის ფილიალში და უცებ დავიკეტეთ. შემდეგ, როდესაც მაისის თვეში, დაგვრთეს ნება გახნის, ხელახლა მოხდა ამ ყველაფრის წარმოჩენა, მიწოდება მომხმარებლამდე, ძალიან დიდი შრომის შედეგად. რომ არა ჩვენი პარტნიორი კომპანიების გვერდით დგომა, ეს დიდი ძალისხმევა წყალში ჩაგვეყრებოდა და „ნიტას სახლის“ თბილისის ფილიალი ბაზარზე ვერ იქნებოდა.

გაყიდვების შემცირება მაისში გახსნის პერიოდში არ მომხდარა, იზრდებოდა ცნობადობაც და შესაბამისად, მომხმარებლების რაოდენობაც. უბრალოდ, იმდენად ბევრი „ლოქდაუნის“ გავლა მოგვიწია – როდესაც ვახერხებდით, რომ ცნობადობა გაგვეზარდა, ისევ ვიკეტებოდით. ნოემბრის ჩაკეტვის შემდეგ, 24 დეკემბერს რომ გავიხსენით, მოხმარებლების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა „ნიტას სახლში“ და ამისთვის მათ მინდა მადლობა გადავუხადო. შესაძლოა, მოთხოვნა იყო დაგროვილი, საახალწლოდ საზოგადოებას უნდოდა სიახლე ჰქონოდა. ხელახლა რომ არ ჩავკეტილიყავით და დღემდე გვემუშავა, ვფიქრობ, რელიზება ძალიან დიდი იქნებოდა.

 – ამ ეტაპზე სად არის „ნიტა“ წარმოდგენილი?

„ნიტას სახლის“ ფილიალები წარმოდგენილია ქუთაისსა და თბილისში. მიუხედავად პანდემიისა, მაინც ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ამ პერიოდში, რიგით მეორე ფილიალი გავხსენით ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას 58 ნომერში. ეს არის კლასიკური ავეჯის ხაზი და 1 -ლი თებერვლიდან მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ჩვენი მომხმარებლის წინაშე წარვსდგეთ განახლებული კლასიკური ხაზითაც. გვაქვს წარმოდგენილი ეგვიპტური პროდუქცია და თურქული, ძალიან მაღალი ხარისხის და დონის კომპანიების ავეჯი. აღსანიშნავია, რომ კლასიკური ხაზის პროდუქცია არის მასიურ ხეზე შექმნილი.

– რამდენად მაღალია კონკურენცია თბილისში და როგორ მიიღო „ნიტა“ ამ ბაზარმა?

ზოგადად, დედაქალაქში კონკურენცია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და დიდი შრომის შედეგად ხდება აქ ადგილის დამკვიდრება, ამიტომ, ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა კონკურენტ კომპანიას. ჯანსაღი კონკურენცია, რა თქმა უნდა, მისაღებია უნდა იყოს კიდეც, რომ შენ მეტად გაძლიერდე. რაც უფრო მეტი მაღალი დონის კომპანია იარსებებს საქართველოში, ამას არაფერი სჯობს.

– თუ გაქვთ უკვე გაწერილი 2021 წლის გეგმები და რას მოიცავს ისინი ?

2021 წლის გეგმები გაწერილია, თუმცა მათი განხორციელება დამოკიდებულია ისევ და ისევ პანდემიაზე. „ნიტას სახლი“ იწყებს თბილისში განახლებული ფილიალის გახსნას, საერთოდ განსხვავებული შოურუმებით და ასევე სხვადასხვა ქვეყნების ძალიან ცნობილ კომპანიებთან პარტნიორობას, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციის შემოტანაც ქართულ ბაზარზე მოხდება. ამ პარტნიორებში მოიზარება ევროპული ქვეყნების ძალიან მაღალი დონის კოპანიები და ეს იქნება ექსკლუზივი მხოლოდ სავაჭრო ცენტრ „ნიტასთვის“. ასე რომ, მხოლოდ ორი მომწოდებელი: ეგვიპტე და თურქეთი აღარ გვეყოლება და ჩვენი პარტნიორების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის ჩვენი პირველი გეგმა, რომელიც 2021 წელში გვინდა რომ განვახორციელოთ, ამავდროულად, შემდეგ ვაპირებთ, დავიწყოთ კიდევ ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ქალაქ ბათუმში ფილიალის გახსნა და ასევე, თელავში. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იმედია, ამ გეგმების განხორციელებაში შეგვეწყობა ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები