LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის

956
page

ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის, ბავშვებზე მეურვეობის მოსაპოვებლად გაჩაღებული   სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ჯოლი ყოფილ მეუღლეს არაერთ საკითხში ადანაშაულებს, მაგალითად შვილების მიმართ ძალადობაში, თუმცა ამჯერად სასამართლოში ჯოლის თავად ბრედმა უჩივლა.

„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს 

„სანამ შვილებზე მეურვეობას არ მოიპოვებს, ის პაემანზე არავისთან წავა“ – ბრედ პიტი პირად ცხოვრებაზე უარს ამბობს 

როგორც ირკვევა, ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმოს, „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს, იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. 58 წლის პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან  ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა.

ცნობისთვის, ჯოლი-პიტმა „შატო მირაველი“ 2008 წელს, 28,4 მილიონ დოლარად შეისყიდა, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ბრედის გადახდილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები