კომპანია Ford ლატარიაში უნიკალურ Bronco Sasquatch Searcher-ს გაათამაშებს. ყველგანმავალი აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით, რომელიც თოვლის კაცის საპოვნელადაა საჭირო.
ავტომწარმოებელი თაყვანისმცემლებს საინტერესო ექსპედიციაში წასვლას სთავაზობს. თანაც არა ფეხით, არამედ სპეციალურად მომზადებული კროსოვერით, რომელსაც გაათამაშებენ იმ ადამიანთა შორის ვინც თემატურ ქვესტს გაივლის.
როდესაც გამარჯვებული თოვლის კაცის დევნით დაიღლება, კემპინგის სკამები და მაგიდაც ძალიან გამოადგება.
სასურველი მიზნის მიღწევას ძალიან გააადვილებს „ტურბო-ოთხიანი“ 2.3 Ecoboost ძრავა, რომელსაც 304 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი Bronco, საბაზისო პაკეტით 57 ათასი დოლარი ეღირება.