LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იშვიათი Ford Mustang  7 ლიტრიანი V8 ძრავით 297 000 დოლარად გაიყიდა

126
1428x1428 (1)

აუქციონზე Mecum Auctions 297 000 დოლარად გაიყიდა კლასიკური Ford Mustang Boss 429-ის იშვიათი მოდიფიკაცია. ეს ვერსია მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იწარმოებოდა და გამოირჩეოდა დაახლოებით 500 ცხენის ძალის მქონე ძრავით. სულ გამოშვებულია 1358 ასეთი ავტომობილი.

Boss 429-ის სერიაში ჩაშვება დაკავშირებული იყო NASCAR-ისთვის სარბოლო ვერსიის შექმნასთან. ამისთვის საჭირო იყო 7 ლიტრიანი V8 ძრავის ლეგალიზაცია, ხოლო წესების მიხედვით კომპანიას მინიმუმ 500 ცალი გზისთვის განკუთვნილი ავტომობილი უნდა გაეყიდა. სწორედ ამიტომ აირჩიეს პოპულარული fastback კორპუსის Ford Mustang.

მძლავრი Boss 429 ძრავა სტანდარტულ ძრავის განყოფილებაში ვერ ეტეოდა, რის გამოც Ford-ს მოუწია კონტრაქტის გაფორმება კომპანიასთან Kar-Kraft. ცვლილებების ფარგლებში გაფართოვდა საყრდენი კონსტრუქციები, აკუმულატორი გადატანილ იქნა საბარგულში და გადაიხედა სავალი ნაწილის გეომეტრია. 

ალუმინის თავაკებით აღჭურვილი „რვიანი“ ოფიციალურად ავითარებდა 380 ცხენის ძალას და 600 ნმ ბრუნვის მომენტს, თუმცა მიიჩნეოდა, რომ რეალური სიმძლავრე შეგნებულად იყო შემცირებული საგადასახადო და სადაზღვევო მიზეზების გამო – რეალურად ის 500 ცხენის ძალასაც აღემატებოდა. ძრავა მუშაობს 4 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად.

1969 წელს გამოშვებული იყო 859 ავტომობილი, ხოლო 1970-ში – 499.

გაყიდული ეგზემპლარი 1969 წლის გამოშვებაა. მას შენარჩუნებული აქვს ორიგინალური ძრავა და ტრანსმისია, ასევე გავლილი აქვს დოკუმენტურად დადასტურებული რესტავრაცია. ავტომობილი შეღებილია ორიგინალურ ფერში Black Jade over Black. გარბენი დაახლოებით 66 000 კილომეტრია, თუმცა აღდგენის შემდეგ მანქანამ მხოლოდ 150 კილომეტრი გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები