LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის ახალი საკბილო? – რეალითი შოუს ვარსკვლავისა და მალუმას აშკარა ფლირტი წვეულებაზე

167
41965970-0-image-a-29-1618874584241

წლის დასაწყისში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა, 6 წლიანი ქორწინების შემდეგ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ. კონკრეტული მიზეზის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. ტაბლოიდების აზრი ორადაა გაყოფილი, ამბობენ, რომ დაშორების ინიციატორი კიმი იყო, ინსაიდერების ნაწილი კი ამბობს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავთან განქორწინება უესტის გადაწყვეტილება იყო, რადგან მათ 4 შვილის გარდა საერთო აღარაფერი ჰქონდათ.

„იმედია ჩემი მომავალი პარტნიორი ხელოვანი იქნება, რათა ჩვენ ერთ ენაზე საუბარი შევძლოთ“ – კანიე უესტი
კიმ კარდაშიანი რეალითი შოუში კანია უესტთან დაშორების შესახებ დეტალურად ისაუბრებს – კანიე გაცეცხლებულია

კიმი ახლა თავისუფალია და სავარაუდოდ ახალი ურთიერთობისთვის მზადაა. ახლახანს 40 წლის მილიონერი ვარსკვლავი მაიამიში, Goodtime Hotel-ში წვეულებაზე იმყოფებოდა, ბევრ ცნობილ სახეს შორის კოლუმბიელი მომღერალი, მალუმაც იმყოფებოდა. მათ ერთად არაერთი ფოტო გადაიღეს და მთელი საღამო საუბარში გაატარეს.

ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა, სოციალურ ქსელში ვარაუდობენ, რომ კიმი და მალუმა შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისში იყვნენ, რადგან მათ შორის ფლირტი აშკარა იყო.

რაც შეეხება ვარსკვლავების ჩაცმულობას, კიმს მწვანე  მოკლე ტყავის კაბა ეცვა, მალუმამ კი არჩევანი ზოლებიან კოსტიუმზე შეაჩერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები