რამდენიმე დღის წინ 45 წლის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი „ვოგის“ მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ვარსკვლავმა ინტერვიუში ძირითადი აქცენტი ოჯახსა და შვილებზე გააკეთა.
„ვგრძნობს, რომ დიასახლისობის სრულ ხელოვნებას ვერ ვფლობ, თუმცა მე შვილები ყველაფერში მეხმარებიან, ისინი საოცად ამტანები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილის ყოლა მუდამ მსურდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს ტრადიციულ ჭრილში“- განაცხადა ჯოლიმ ინტერვიუში.
სახლი, რომელშიც ენჯიმ შვილებთან ერთად პანდემიის პერიოდი გაატარა, ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ის მსახიობმა 2017 წელს, ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ შეიძინა.
სახლს, რომელიც 1913 წელს აშენდა, დღემდე აქვს შემორჩენილი კლასიკური იერი. ვილაში 6 საძინებელი და 10 სააბაზანო ოთახია. ეზოში ღია საცურაო აუზი და შადრევნებია განთავსებული. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი სახლის გამოჩეული კუთხე კი ბიბლიოთეკაა.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სახლს შორის 5 წუთის სავალი გზაა.