LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: “მარიტას მშობლებმა ყულაბა გახსნეს და ეს ნივთი მაჩუქეს” – რაზე საუბრობს მამა შალვა კეკელია

403
BeFunky-collage - 2023-01-30T002224.432

ვაკის ფერისცვალების ეკლესიის მოძღვარი მამა შალვა კეკელია ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის “ნოესთან” სტუმარია.

როგორც მამა შალვა გადაცემაში საუბრობს, მარიტა მეფარიშვილის მშობლებმა შვილის ყულაბა გახსნეს და მას ოქროს სამაჯური აჩუქეს.

“მარიტას მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს სამაჯური გამიკეთეს…შეიძლება ვინმემ თქვას, ოქროს ნივთი უკეთია ხელზეო… „უფალი შეგვიწყალენ“ აწერია. მარიტას სიყვარულით მიკეთია ხელზე…

არ მიყვარდა არაფრის გაკეთება და ვერც ვიკეთებდი, ახლა ეს მიკეთია. მარიტას არ ვიცნობდი, საოცარი მშობლები ჰყავს… ასეთი სამაგალითო ოჯახი ჩემთვის წარმოუდგენელია. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი ოჯახი ცხოვრობს. მარიტამ ყველას მაგალითი მოგვცა თავდადებისა, მეგობრობისა, სიყვარულისა”, – საუბრობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს. სასამართლომ დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა.

დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკის უფროსი მებაღეა, რეომელმაც ტრაგედიის დღეს 2 ბავშვის გადარჩენა შეძლო, ის შადრევანში ჩავიდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 2 ბიჭი ამოიყვანა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

ვიდეო: “ადრე ალაზანზეც ვიღაც გადაარჩინა…ვამაყობთ, რომ ასეთი შვილი გავზარდეთ” – დევი მეზურნიშვილის მშობლები

შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

„როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზედაც აუცილებლად გვჭირდება პასუხები“ – კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

„როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზედაც აუცილებლად გვჭირდება პასუხები“ – კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები