LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მორიგი უარი ალექს როდრიგესს – ჯეი ლოს ყოფილი საქმრო მეგობარ ქალს კვლავ სასოწარკვეთილი ეძებს

233
page

მას შემდეგ, რაც ალექს როდრიგესისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწილი ჩაიშალა და ჯეი ლო ბენ აფლეკთან გაიქცა, მიტოვებული სპორტსმენი სასოწარკვეთილი ეძებს პარტნიორ ქალს, თუმცა ამაოდ. ბეისბოლისტის რომანების შესახებ არაერთი ამბავი იწერება, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა.

ალექს როდრიგესი რეალითი შოუს ვარსკვლავმა, მედისონ ლიკროიმ ცივი უარით გამოისტუმრა

ჯეი ლოს „ინსტაგრამიდან“ წაშლილი ალექს როდრიგესი ერთდროულად სამ ქალთან ერთად გამოიჭირეს

ამჯერად ინფორმაცია იმის შესახებ გავრცელდა, რომ 46 წლის ალექსი „ნამდვილი დიასახლისების“ ვარსკვლავს, კელი ბენსიმონს ხვდება, თუმცა, აღნიშნული ჭორები მალევე გაქარწყლდა. ინსაიდერის განცხადებით, როდრიგესი მსახიობს მოსვენებას არ აძლევს და სატელეფონო შეტყობინებებს უგზავნის, მას სურს, რომ კელი პაემანზე დაპატიჟოს, თუმცა მისგან თანხმობას ვერ იღებს.

ფოტო: „ბენ აფლეკმა ჯეი ლო აგახია“ – ალექს როდრიგესი პირდაპირ ეთერში დატროლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები