LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ნუთუ ეს ბრიტნია“ – იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ბრიტნი სპირსი პოლიციის დეპარტამენტს ტოვებს

431
Untitledk

სულ მალე 39 წლის პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის მორიგი სასამართლო მოსმენა გაიმართება. საუბარია მეურვეობისა და 60 მილიონიანი ქონების დამოუკიდებლად მართვაზე, როგორც ცნობილია, ბრიტნის უკვე 7 წელია უფლებები თავის ქონებაზე ჩამორთმეული აქვს. გასულ თვეს, სპირსის მამამ სასამართლოში ახალი მტკიცებულება წარადგინა, მისი განცხადებით, ბრიტნის დემენცია, ანუ  მეხსიერების პრობლემები აქვს.

„მას დემენცია აქვს“ – ახალი სკანდალი – ბრიტნი სპირსის მამამ სასამართლოში ახალი მტკიცებულება წარადგინა

მოსმენამდე სულ ცოტა ხნით ადრე არტისტი ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტს ესტუმრა, იქიდან დაცვის თანხლებით გამოვიდა. ვარსკვლავი იმედგაცრუებული ჩანდა და უჩვეულოდ გამოიყურებოდა. მას თეთრი პერანგი და მოკლე შორტი ეცვა, ზემოდან კი ნაცრისფერი ჟაკეტი ჰქონდა მოცმული.

„საშინლად გამოიყურება“, „ნუთუ ეს ბრიტნია“, „ეტყობა, რომ საშინელ მდგომარეობაშია“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები