LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პარიზი ოლიმპიური თამაშების მაყურებელს მფრინავი ტაქსებით დახვდება

46
Capture

მფრინავი მანქანები ფანტასტიკის ჟანრს გასცდა და სულ მალე რეალობად იქცევა, ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთი, სადაც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მფრინავი ტაქსების ტესტირება უახლოეს მომავალში დაიწყოს.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშები გახდა. პროექტის ავტორებს სურთ, რომ შეადგინონ მინიმუმ ორი საჰაერო მარშრუტი, რათა ქალაქის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა მაქსიმალურად შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესში მონაწილეობას 30-მდე მწარმოებელი მიიღებს, მათ შორისაა Volocopter და Airbus-იც. საცდელი ფრენები დედაქალაქის გარეუბნებში დაიწყება.

„ეს იქნება ექსპერიმენტი, რომელიც დაგვანახებს თუ რამდენად რეალურია ინოვაციური ავიაციის დანერგვა“, – განაცხადა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები