LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რომ არ იცი რა გხიბლავს და მაინც რომ გხიბლავს – გამორჩეული გარეგნობის მამაკაცების ტოპ-5

699
page

ამბობენ, რომ მამაკაცებს ჭაღარა უხდება, ასაკის მატებასთან ერთად უკეთ გამოიყურებიან და არც ის არის აუცილებელი, სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ. ქალბატონების აზრით, მთავარია მამაკაცს ქარიზმა ჰქონდეს და სხვა დანარჩენს დიდი ყურადღება არ ენიჭება.

მსოფლიო შოუბიზნესში ყველანაირი ფერის, ფორმისა თუ ხასიათის მამრობითი ინდივიდები მოიძებნებიან 🙂 არსებობენ ლამაზი მამაკაცები, მაგალითად ისეთი, როგორიც ბრედ პიტია,  სიმპათიურები, როგორიც ბენ აფლეკია, უბრალოდ მიმზიდველები, როგორიც ჩენინგ ტატუმია. ასევე არსებობენ არასტანდარტული და უცნაური გარეგნობის მამაკაცები, ისინი ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ.

ფოტო: ასაკი მხოლოდ ციფრებია – 50 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებმაც წლები დაამარცხეს

 „ფორტუნა პლუსი“ უცნაური, არასტანდარტული გარეგნობის მამაკაცების ტოპ-5-ს გთავაზობთ:

ვენსან კასელი

ხუთეულს ვხსნით ფრანგი მსახიობით, ვენსან კასელით. ის 54 წლისაა, იყო ისეთი ქალბატონის რჩეული, როგორიც მონიკა ბელუჩია. ახლა კი 24 წლის მოდელ, ტინა კუნაკზეა დაქორწინებული. კასელი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მამაკაცს წლების მატება საოცრად უხდება.

 

ხავიერ ბარდემი

მეორე საპატიო ადგილზე 52 წლის ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემია. მრავალრიცხოვანი რომანებისა და „მექალთანის“ სტატუსის მიუხედავად მას მსახიობთან, პენელოპა კრუსთან უკვე 11 წლიანი ქორწინება აკავშირებს. ხშირად არ იღიმის, თუმცა ამბობენ, რომ მომხიბვლელი ღიმილი მისი სავიზიტო ბარათია.

 

ბენედიქტ კამბერბეჩი

გადავინაცვლოთ დიდ ბრიტანეთში. ალბათ არ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, რომ  ბენედიქტ კამბერბეჩი ჩვენს ხუთეულში მოხვდა. მისი ხიბლი სწორედ არისტოკრატულ გენშია. კარგი აღნაგობისა და მუდამ მოხდენილი იერის მქონე  მსახიობი ახლა 44 წლის გახლავთ.

 

ედი რედმეინი

როდესაც უცნაურ გარეგნობაზე ვსაუბრობთ, ინგლისელი მსახიობი, ედი რედმეინი აუცილებლად უნდა ვახსენოთ.  სწორედ მისი ინდივიდუალური, არასტანდარტული გარეგნობა და მუდამ დადებითი გამომეტყველება ხიბლავს სუსტი სქესის წარმომადგენლებს.

 

ედრიენ ბროუდი

ხუთეულს ამერიკელი მსახიობით, ედრიენ ბროუდით ვასრულებთ. სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ის გახლავთ აღნიშნული ხუთეულის ლიდერი. დიდი ზომის ცხირი, მეტყველი წარბები და თვალისმომჭრელი ღიმილი – სწორედ ეს ხიბლავთ ბროუდის ურიცხვ თაყვანისმცემლებს მასში.

 

და ბოლოს, უცნაური გარეგნობის მამაკაცების მოტრფიალე ქალბატონებისთვის ბონუსი