63 წლის პოპ-ვარსკვლავი, მადონა, იმდენად ხშირად იყენებს „ინსტაგრამ“ ფილტრებს, რომ მისი ცნობა რეალურ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
ფოტო: 63 თუ 16 ? – მადონამ „ინსტაგრამზე“ ბავშვური სახით ,,გაინავარდა”
ამჯერად არტისტი ვაჟთან, 21 წლის როკო რიჩისთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა, მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი მაშინვე დაიპყრო. მადონა მართლაც რადიკალურად განსხვავდება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებისგან.
„შეხედეთ მის ხელებს“, „თუკი მადონა ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობს, მაშინ ის ქუჩაში აღარ უნდა გამოჩნდეს“, „მისი ცნობა უკვე შეუძლებელია“, – წერენ კომენტარებში.





