LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უჩვეულოდ მხიარული ბილი აილიში მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს

130
page

ბილი აილიში საზოგადოებაში ორი ძირითადი რამით არის ცნობილი – საოცარი მუსიკალური ნიჭითა და დიდი ზომის ტანისამოსის სიყვარულით. მართალია, ჩაცმულობასა და „ბოდი შეიმინგზე“ არტისტმა არაერთხელ ისაუბრა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში აილიში მაინც ჩვეული იმიჯით ჩნდება.

ამჯერად 19 წლის არტისტი ძმასთან, შეყვარებულთან და ძაღლთან ერთად მალიბუს სანაპიროზე სეირნობის დროს დააფიქსირეს.

ბილის ნაცრისფერი, დიდი ზომის ჰუდი და შარვალი ეცვა, მისი ცნობა საკმაოდ რთული იყო. მართლაია, ვარსკვლავი მუდამ გულჩათხრობილია, თუმცა ამჯერად მას საკმაოდ მხიარული სახე ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები