LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: გოგონები მექსიკას იპყრობენ – როგორ ატარებენ ერთად დროს ანჯელინა ჯოლი და სელმა ჰაიეკი

481
page

ანჯელინა ჯოლი და სელმა ჰაიეკი მექსიკაში იმყოფებიან. ვარსკვლავები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა Gran Café La Parroquia-ში დააფიქსირეს, სადაც ისინი კულტურის მინისტრ, შოჩილ მოლინასთან ერთად ვახშმობდნენ. კაფეს სტუმრებმა და თანამშრომლებმა არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელეს, ზოგიერთმა კი „სელფის“ გადაღებაც მოასწრო. ჯოლი თეთრ შარვალსა და მაისურში იყო გამოწყობილი, ჰაიეკი კი შავი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის ჯოლი და 58 წლის ჰაიეკი მეხიკოდან ვერაკრუსში ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდნენ.

ინტერნეტსივრცეში არ წყდება განხილვა, რისთვის იმყოფებიან ისინი მექსიკაში. ზოგიერთის აზრით, ისინი ახალ საერთო ფილმზე მუშაობენ. ზოგიც ფიქრობს, რომ მათი ვიზიტი ჰუმანიტარულ მისიას ეხება. ზოგი კი აცხადებს, რომ ისინი მექსიკაში დასასვენებლად იმყოფებიან.

„საუკეთესო მეგობრები“ – ანჯელინა ჯოლი და სელმა ჰაიეკი რესტორანში გადაიღეს

ვიდეო: მოხერხებული ანჯელინა – ნახეთ ჯოლის რეაქცია, როდესაც მას The Weeknd-თან რომანის შესახებ ჰკითხეს

ანჯელინა ჯოლიმ სელმა ჰაიეკს ტორტში თავი ჩააყოფინა – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები