LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ხოჭოები სხეულზე და რევანშისტული მზერა – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის ხმაურიანი დებიუტი „ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე“

261
Untitled design - 2025-09-16T121639.805

„ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის, 21 წლის ვივიენ უილსონის დებიუტი შედგა. ახალბედა მოდელმა, ერთდროულად სამ ცნობილ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ვივიენის პირველი გამოსვლა ბრენდის, Alexis Bittar-ის პოდიუმზე გაიმართა. მან წითელი კაბა მოირგო, რომელსაც მკერდზე გადაკიდებული ლენტი, წარწერით, Miss South Carolina ამშვენებდა.

Prabal Gurung-ის შოუზე, მასკის ქალიშვილი თეთრ, ელეგანტურ კაბაში გამოჩნდა, ხოლო Dauphinette-ის ჩვენებაზე მისი „ლუქი“ საკმაოდ ექსტრავაგანტური გამოდგა. მას სხეული დეკორატიული ხოჭოებით ჰქონდა მორთული.

მოდის სამყაროში ახალი სახე, – ვივიენ უილსონი, უკვე გახდა მედიისა და დიზაინერების ინტერესის ობიექტი. მისი დებიუტი ბევრმა აღიქვა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მომენტი მიმდინარე მოდის კვირეულზე.

„ის წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობს, მე კი საერთო საცხოვრებელში, სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობ, რადგან ასე უფრო იაფია“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი The Cut-ის გარეკანზე და გულახდილი ინტერვიუ

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონის შვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და. მას მილიარდერ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის, ვივიენ უილსონის ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„ყველაზე ლამაზი ტრანსგენდერი ქალი“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები