მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტისა და მათთან სამართლებრივი ენით საუბრის შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის იუბილესთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
მან საარქივო ფოტოები გაავრცელა და საყვარელ ქალს 30-ე დაბადების დღე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:
„ჩემო ძვირფასო ნიკოლა, გილოცავ დაბადების დღეს ლამაზო,
მიყვარხარ მთელი გულით და უდიდესი ბედნიერებაა ის, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ.
შენ ხარ ყველაზე მხიარული და შრომისმოყვარე ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ“ – წერს ბრუკლინი
წვეულებიდან კადრები იუბილარმაც გაავრცელა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ნიკოლამ იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა.
ცნობისთვის გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს მკაცრი პირობა წაუყენა და მათთან პირდაპირი კომუნიკაციისგან კატეგორიული უარი განაცხადა. ოჯახური კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ბრუკლინმა მშობლებს აცნობა, რომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ იურისტების საშუალებით ექნება.
